17 მაისი 2024,   10:29
ვრცლად
ისრაელი და ბაჰრეინი აშშ-ის შუამავლობით ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და ბაჰრეინი ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა. დონალდ ტრამპმა მოვლენას ისტორიული მიღწევა უწოდა.

ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელსა და ბაჰრეინს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ახალი, მშვიდობიანი პროცესების დასაწყისია.

ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ, მეორე ქვეყანაა, რომელმაც ბოლო თვეში ისრაელთან მსგავს შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ათწლეულების განმავლობაში არაბული სახელმწიფოების უმეტესობა ისრაელის ახლადშექმნილ სახელმწიფოს ბოიკოტს უცხადებდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ისრაელთან კავშირების დამყარება მხოლოდ მას შემდეგ მოხდებოდა, რაც პალესტინის დავა მოგვარდებოდა.

დღის ამბები