19 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
NCDC-ის ექსპერტებთან ერთად დავგეგმავთ უმკაცრეს საოპერაციო პროტოკოლს - ირაკლი იმნაიშვილი

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ,  საგანგებო რეჟიმი ნარჩუნდება და  NCDC-ის ექსპერტებთან ერთად შემუშავდება მოქმედების პროტოკოლი, ინფიცირებული ჟურნალისტის ახლო კონტაქტები კი უმკაცრესი კონტროლის ქვეშ იქნებიან. 

"ეს არ არის რუსთავი2-სთვის ამ გამოწვევის დასასრული, ეს არის პირველი ეტაპი, პირველი ეტაპის შედეგად ჩვენ შევაფასეთ სიტუაცია და ყველა რეზულტატი არის უარყოფითი, თუმცა ახლა იწყება უფრო რთული ეტაპი, ეს არის მართვა სიტუაციის. შესაბამისად ამ მართვის პერიოდში ჩვენ გვექნება კიდევ ერთი ზარი NCDC-ის ექსპერტებთან და დავგეგმავთ უმკაცრეს საოპერაციო პროტოკოლს, ყველა ნიუანსს, იმისათვის რომ სიანკუბაციო  პერიოდში არ მოხდეს დაინფიცირების ახალი შემთხვევები, ამისთვის უმკაცრეს რეჟიმზე გადადის სწორედ ის ახლო ჯგუფი და მთლიანად ტელეკომპანიაში საოპერაციო მოდელი შეიცვლება, ყველა დეტალი გეგმის თანახმად გადამოწმდება და მაქსიმუმ ერთ საათში ჩაეშვება ცვლილებები სხვადასხვა გუნდთან მიმართებაში. უმკაცრესი კონტროლის ქვეშ იქნებიან ახლო კონტაქტები, ვიდრე დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ მოგვცემს რეკომენდაციას, რომ გადავიდეთ ჩვეულ რეჟიმში," - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გააგრძელებს მუშაობას კონკრეტულად საინფორმაციო სამსახური, ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აქ განსხვავებული პირობები ამოქმედდება:

"ის ჯგუფი, რომელიც პირდაპირ კონტაქტში არ იყო შესაბამისად მუშაობას ძალიან გამკაცრებული პროტოკოლის ფარგლებში გააგრძელებს, ისინი ვინც პირდაპირ კონტაქტში იყვნენ იქნებიან საკარანტინო პირობებში და მათ სპეციალურ სამუშაო პირობებს შევუქმნით, 48-საათიანი შემოწმების პარალელურად," - აღნიშნა ირაკლი იმნაიშვილმა,

დღის ამბები