ბათუმში კლინიკა "მედლაფას"თანამშრომლები კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მიღებაზე უარს აცხადებენ. ისინი ანაზღაურების გაზრდასა მოითხოვენ. თანამშრომლები ამბობენ, რომ 2 თვის განმავლობაში განსაკუთრებულად რთულ რეჟიმში უხდებოდათ მუშაობა და დანამატიც კი არ აუღიათ.
მათი მოთხოვნაა ახლა სხვა კლინიკებმა აიღონ ინფიცირებულ პაციენტებზე პასუხისმგებლობა.
"მედალფას" დირექტორი მედიკოსების ქმედებას არაპროფესიონალიზმს უწოდებს ამბობს, რომ თანამშრომლებთან თავიდანვე ჰქონდათ შეთანხმებული, რომ სტანდარტულ ხელფასზე იმუშავებდნენ.
ინგა ხოზრევანიძის თქმით, თუ სამედიცინო პერსონალი უარს იტყვის მუშაობაზე კოვიდ ინფიცირებულებთან, ისინი პერსონალს შეცვლიან.