07 სექტემბერი 2026,   11:17
ვრცლად
ლაგოდეხში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებული შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსია

ლაგოდეხში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსია.

ინფიცირებული აჭარის რეგიონიდანა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, შუახნის კაცი სასაზღვრო პოლიციის 5-ე სამმართველოს მე-4 სექტორში არ მისულა.

ის, თავდაპირველად, ლაგოდეხის ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს, covid-ის დადასტურების შემდეგ კი, დღეს დილით თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადმოიყვანეს.

ამ დროისთვის, ეპიდემიოლოგები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა შესაძლო კონტაქტს სწავლობენ.

დღის ამბები