ბათუმში ბელარუსის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე 1 კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი გააბეს.
აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციისა და ახალგაზრდული აქტივის ორგანიზებით ჩატარდა. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებს მხარდაჭერა სჭირდებათ და სწორედ ამ მიზეზით დაიგეგმა ცოცხალი ჯაჭვი.
აქციაზე მოსულები აცხადებენ, რომ ბელორუსში დიქტატორული რეჟიმი უნდა დასრულდეს.