18 მაისი 2024,   16:30
ვრცლად
მსოფლიოს ზოგიერთი სახელმწიფო პანდემიის გამო შეზღუდვებს ხელმეორედ აწესებს
პანდემიის გამო შეზღუდვებს ხელმეორედ აწესებს ზოგიერთი სახელმწიფო. იორდანიაში ორი კვირით სწავლა შეწყდება სკოლებში, დაიხურება რესტორნები და ბაზრები.
 
შეზღუდვები გამკაცრდა საფრანგეთის სამ რეგიონშიც, ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის გამო კარანტინი გამოცხადდა ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოქტომბერსა და ნოემბერში ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის ზრდას პროგნოზირებს.
 
გასულ დღე-ღამეში ვირუსი 308-ა ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტი მაღალი მაჩვენებელია.
 
მონაცემები ყველაზე სწრაფად ინდოეთში, შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაში იზრდება.
დღის ამბები