19 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
რაგბის კავშირში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, მერაბ ბესელიას ბრალი წარედგინა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი წარედგინა.

გამოძიება ბესელიას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც იარაღის უკანონო ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ადვოკატ პაატა მეხროშვილის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

დღის ამბები