19 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
დამიმიზნა და ისე ისროლა, ეს ფაქტი რაგბის სამყაროში უნდა იყოს ბოლო - მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი მერაბ ბესელიას კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვს

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტისთვის, მერაბ ბესელიასთვის პატიმრობის შეფარდების ფაქტს ცოტა ხნის წინ დაზარალებული გამოეხმაურა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებული კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. 

დაზარალებული ამბობს, რომ მერაბ ბესელიამ მას დამიზნებით ესროლა.

"ერთადერთი მოთხოვნა მაქვს ის, რომ ეს ფაქტი რაგბის სამყაროში უნდა იყოს ბოლო და ამის გამო, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს დამნაშავე. გასაკვირი ის უფრო იქნებოდა, რომ არ შეეფარდებინათ პატიმრობა, რაც შეეხება განზრახ მძიმეს, თუ ნახევრად მძიმეს, მე კანონმდებლობაში ვერ ვერკვევი რამდენად მძიმეა და რამდენად მსუბუქია ეს ჭრილობა. ალბათ ამას გამოძიება დაადგენს და სასამართლოც მიიღებს გადაწყვეტილებას. შემიძლია გითხრათ, რომ დამიმიზნა და ისე ისროლა," - ამბობს მორაგბე, რამაზ ხარაზიშვილი.

შეგახსენებთ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ ბრალდებული ოცი ათას-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო.

მერაბ ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გადაწყვეტილებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

დღის ამბები