17 აპრილი 2024,   02:14
ვრცლად
ქუთაისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სუპერმარკეტში ცივი იარაღით შეიჭრა

ყაჩაღობა ქუთაისში - არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ავტოქარხნის დასახლებაში სუპერმარკეტში შეიჭრა. ის ცივი იარაღის მუქარით თანხას და სიგარეტს ითხოვდა. შემთხვევის დროს მარკეტში ორი თანამშრომელი იყო, მათ დაცვის კომპანიის გამოძახება შეძლეს. მამაკაცმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ის მალევე დააკავეს.  

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ციხიდან რამდენიმე დღის წინ არის გამოსული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები