25 აპრილი 2024,   04:55
ვრცლად
ოზურგეთის 44 სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

კორონავირუსის გავრცელების გამო ოზურგეთის 44 სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, მათგან 2 არის სასულიერო სკოლა, სადაც იზრდება ინფიცირებული მასწავლებლებისა და მოსწავლეების რიცხვი.

"ოზურგეთის ყველა საჯარო სკოლა და ორი სასულიერო სკოლა გადავიდა სწავლების ონლაინ რეჟიმზე. ბუნებრივია, ჩვენ გავითვალისწინეთ მაქსიმალურად ის შემთხვევები და რეკომენდაციები, რაც საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მოგვაწოდა და ვემორჩილებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას. აქამდე სამი საჯარო სკოლა ისედაც ამ სერვისით სარგებლობდა," - განაცხადეს ოზურგეთში.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდშიც 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სოფლის სამ სკოლაში სწავლა ონლაინ, დისტაციურ რეჟიმში გაგრძელდება. 

 

 

დღის ამბები