08 მაისი 2024,   20:52
ვრცლად
ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, რომელიც მისაღები იქნება სომხეთის, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ ისეთ კომპრომისულ გადაწყვეტილებას, რომელიც  მისაღები იქნება სომხეთის, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ კომპრომისზე დაფუძნებულ გადაწყვეტას, რომელიც როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, მისაღები იქნება სომხეთის მოსახლეობისთვის, მთიანი ყარაბაღის და აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის. სამწუხაროდ, ახლა აზერბაიჯანის მაქსიმალისტურ პოზიციასთან გვაქვს საქმე, რომელიც არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის და მთავრობის ინტერესებს, ასევე სომხეთის მოსახლეობის ინტერესებს. ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, თუმცა ეს მასშტაბური ესკალაცია, ახალ სიტუაციას ქმნის, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ," - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცაკანიანმა.

თითქმის თვენახევრიანი პაუზის შემდეგ დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გუშინ დილით განახლდა. ორივე ქვეყანამ მძიმე შეიარაღება გამოიყენა. დღის მეორე ნახევარში სომხეთმა და არაღიარებულმა ყარაბაღმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. მოგვიანებით, საომარი მდგომარეობა გამოაცხადა აზერბაიჯანმაც. ორმხრივი სროლა მხარეებს შორის ამ წუთებშიც გრძელდება.

დღის ამბები