16 აპრილი 2024,   22:52
ვრცლად
კიდევ ერთი თავდასხმა და ფიზიკური დაპირისპირება თბილისი-მარნეულის გზაზე - ნაცემია "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტი

ახლა კი კიდევ ერთი თავდასხმა და ფიზიკური დაპირისპირება ამჯერად თბილისი - მარნეულის გზაზე. "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტი, რომელიც მარნეულში მუშაობს, ამტკიცებს, რომ უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თემურ შუბითიძის ინფორმაციით, იმ დროს როდესაც ის სამსახურში მიდიოდა, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ შეაჯახეს და შემდეგ მას სცემეს.დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში და მისივე ინფორმაციით, მომხდარი უკავშირდება არჩევნებს და პოლიტიკურ საქმიანობას.შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

"გამოკვლევები სჭირდება ახლა და მერე ეცოდინებათ ექიმს როგორც ველაპარაკე. როგორც ჩემთვის ცნობილია ჩვენგან დაეჯახა მანქანა და მერე დაუწყეს ცემა, როცა ჩამოვიდა მანქანიდან. სამწუხაროდ ვერავინ ვერ იცნო. რას ვუკავშირებ და წინასწარ თავს შევიკავებ ახლა ამ ყველაფრისგან, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან დაემთხვა გუშინდელი ინციდენტები და პროვოკაციები დღევანდელ შემთხვევას. გუშინ ქუჩაში განვითარებულ მოვლენებთან ჩემს ძმას არავითარი არ ჰქონდა, მაგრამ შტაბში იყო ახლა," - აცხადებს დაზარალებული თემურ შუბითიძის ძმა.

დღის ამბები