02 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
მკვლელობის ბრალდებით ქედაში 41 წლის პირი დააკავეს

განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქედაში 41 წლის პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ერთ-ერთ პირს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით, სხეულზე ორი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი კი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დღის ამბები