თელავში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ წინანდალში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა კაცი, გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მსუბუქი მანქანა დაეჯახა.
მიღებული დაზიანებებით ფეხით მოსიარულე სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.