დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან ბრძოლაში რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ კორონავირუსთან თანაცხოვრების ფაზა სულ მცირე ერთი წელი გაგრძელდება:
"განსაკუთრებული როლი აქვს დამსაქმებლებს, დამსაქმებელი და ხელმძღვანელი, იქნება საჯარო, თუ კერძო დაწესებულება, ვალდებულია, აუცილებლად აწარმოოს თერმოსკრინინგი, რომ ყველა სიმპტომიანი ადამიანი, ან ინფიცრებულთან კონტაქტირებული, სწრაფად გადაიყვანონ კარანტინში, ან თვითიზოლაციაში. ამის პასუხისმგებლობა მათ უნდა ჰქონდეთ. ადაპტაციის, თანაცხოვრების ფაზა კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად ჩვენ, ერთობლივად, კიდევ სულ მცირე ერთი წელი უნდა გავიაროთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.