აჭარის მთავრობასთან მოშიმშილეებს და აქციის მონაწილეებს თორნიკე რიჟვაძე ხვდება.
აქციის მონაწილეები 2 დღეა, საბანკო ვალდებულებების დროებით გადავადებას, მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნას და კომპენსაციების გაზრდას ითხოვენ.
აქციაზე სამორინეების, რესტორნებისა და სხვადასხვა კერძო საწარმოს თანამშრომლები არიან შეკრებილი.
პროტესტის ნიშნად, 7 ადმიანი უკვე მეორე დღეა შიმშილობს. თუ მოქალაქეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი შიმშილობის გაგრძელებას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.