09 სექტემბერი 2026,   00:14
ვრცლად
ბინას ჩავდებ, რომ გირაოთი გამოუშვან - ივერი მელაშვილის მეუღლე

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე არ ეთანხმება მისი მეუღლის გადაწყვეტილებას სასამართლოზე გირაოს შუამდგომლობით არმიმართვასთან დაკავშირებით. 

თამარ სულაძე ამბობს, რომ მელაშვილი უდანაშაულოა და პატიმრობაში არ უნდა დარჩეს.

"არ მიმაჩნია გამართლებულად. მე ადვოკატს ვუთხარი, რომ ბინას ჩავდებ, რომ გირაოთი გამოუშვან. უდანაშაულო რომ არის და გირაოს რომ შევიტანთ, ეს დანაშაულს ნიშნავს?! ყველამ წარმოიდგინოს როგორია ჩაკეტილში როცაა ადამიანი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე შემდეგ... რატომ უნდა იყოს, როცა ადამიანი უდანაშაულოა," - განაცხადა მელაშვილის მეუღლემ.

ივერი მელაშვილის ადვოკატი სასამართლოს მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით არ მიმართავს.

დღის ამბები