07 სექტემბერი 2026,   11:20
ვრცლად
აქცია ქობულეთში - საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები სესხების გადავადებას ითხოვენ

ქობულეთში, თითქმის ნახევარი საათია ცენტრალური ქუჩა პარალიზებულია. გზა აქციის მონაწილეებს აქვთ გადაკეტილი.

ქალაქში, საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეების რიგით მე-12 აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში აქცია იმართება "ქართული ოცნების" ოფისის წინ. აქციის მონაწილეების თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან მათ ვერანაირი ხელშეწყობა ვერ მიიღეს და დახმარებისთვის ოპოზიციურ პარტიებს მიმართეს. ისინი ამბობენ, რომ გადავადების ნაცვლად, სესხის პროცენტი გაუორმაგდათ.

აქციის მონაწილეები ამ წლის სესხის პროცენტის გადავადებას ითხოვენ. მათი თქმით, პანდემიის გამო წლევანდელი სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდა და ამიტომ, მათ ვერ შეძლეს სესხის პროცენტის გადახდა. გადაუხდელობის შემთხევაში კი მათ მომავალში საცხოვრებელის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.

დღის ამბები