08 მაისი 2024,   02:25
ვრცლად
სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ქალაქ სტეფანაკერტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩამოაგდეს ერთი უპილოტო საფრენი აპარატი. ზოგიერთ ტერიტორიაზე კი სიმშვიდე იყო შენარჩუნებული.

პარალელურად არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ ომბუდსმენი მონაცემებს ავრცელებს გარდაცვლილების შესახებ.

მისი განცხადებით, კონფლიქტის პერიოდში 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 102 დაშავდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირი.

დღის ამბები