08 მაისი 2024,   23:41
ვრცლად
ვითარება ყარებაღში - ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, სომხური მხარე აღდამის რეგიონის დაბომბვას განაგრძობს

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთის კუთვნილი სარაკეტო სისტემის ნეიტრალიზების შესახებ იუწყება, რომელიც მათი ცნობით, განჯაზე, მინგეჩაურსა და სხვა ქალაქებზე შეტევისთვის უნდა გამოყენებულიყო.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, სომხური მხარე კვლავ განაგრძობს აღდამის რეგიონის დაბომბვას. ერევანში კი აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონაში საარტილერიო ბრძოლა სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება.

დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენი. მისი განცხადებით, კონფლიქტის პერიოდში აზერბაიჯანის მხრიდან აგრესიას 36 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა ასზე მეტი პირი.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დეზინფორმაციის გავრცელებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები