07 სექტემბერი 2026,   11:19
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევები აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 შემთხვევა აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა. 

როგორც ენდელაძე აცხადებს, გარდაცვლილი პაციენტების ასაკობრივი განაწილება 66 წლიდან 90 წლამდეა.

"გარდაცვლილების საერთო რაოდენობა არის 109. გუშინ გარდაიცვალა 7 პაციენტი აჭარასა და თბილისში. ამ პაციენტების ასაკობრივი განაწილება არის 66 წლიდან 90 წლამდე, აქედან 4 ქალი და სამი კაცია. სხვა მონაცემები არ მაქვს. ძირითადად ამ პაციენტების გარდაცვალების მიზეზი თანმხლები დაავადების გართულება იყო," - განაცხადა ენდელაძემ.

დღის ამბები