07 სექტემბერი 2026,   11:18
ვრცლად
"ინკვიზიცია არ არსებობს საქართველოს ეკლესიაში" - მიტროპოლიტი სტეფანე დავით გარეჯის საქმეზე

რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი შეფასებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ამ კითხვის სასულიერო პირების მისამართით დასმა არაკორექტულია, რადგან საქართველოს ეკლესიას არ აქვს ინკვიზიცია და საგამოძიებო ორგანოს ფუნქციებს ვერ შეითავსებს:

"ეს კითხვა არაკორექტულია, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს, მე როგორ შემიძლია შევაფასო. გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ არ გვაქვს ინკვიზიცია, არ არსებობს საქართველოს ეკლესიაში და საგამოძიებო ორგანოები არ გვაქვს,"- აცხადებს მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი.

დღის ამბები