09 სექტემბერი 2026,   05:12
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს.

ადვოკატების განმარტებით, შესაძლოა, პროცესზე ბრალდების მხარემ მოწმეებიც წარადგინოს. ამასთან, უფლებადამცველები ბრალდებულების უდანაშაულობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ უარყოფს არც წვეულებაზე და არც იმ მანქანაში ყოფნას, მაგრამ რაც შეეხება ჩხუბს და ცემას, ამბობს, რომ მასში მონაწილეობა არ მიუღია,"- აცხადებს ა.ქ.-ს ადვოკატი მილერ ხარებავა.

"დაცვის მხარე წარმოთქვამს შესავალ სიტყვას, სასამართლოს მოვახსენებთ ჩვენ მოსაზრებას, როგორც საქმესთან, ასევე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებაში. შესაძლებელია ბრალდების მხარემ წარმოადგინოს მოწმეები. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, ვთვლით, რომ ერთადერთი სწორი, კანონიერი და  დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ საქმეზე შეიძლება იყოს გამამართლებელი განაჩენი,"- აცხადებს არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

დღის ამბები