გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის დღევანდელ პროცესზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს.
საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის თქმით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასტურად, რომ გიორგი შაქარაშვილი სწორედ ბრალდებულებმა მოკლეს.
"როგორ გარბის გიორგი შაქარაშვილი ეს ვიდეოჩანაწერებზეც ჩანს, მოწმეები არიან ადგილზე, რომლებიც, მადლობა ღმერთს, რომ იყვნენ იქ და გაიგეს ის ხმები, რომლითაც დასტურდება ასევე ის ფაქტი, რომ შაქარაშვილს ჩაჰყვნენ ხიდის ქვეშ ტერიტორიაზე. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილს მრავლობითი დაზიანება ჰქონდა სხეულზე და მისი გარდაცვალების მიზეზი - ასფიქსია წყალში დახრჩობით. ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული მკვლელობაში, მათ ჩააგდეს გიორგი შაქარაშვილი წყალში,"- განაცხადა პროკურორმა.