იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე აირჩიეს. "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობიდან შეარჩიეს. ნინო ქადაგიძის კანდიდატურას საბჭოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. აღნიშნულ პოზიციაზე ის 4 წლის ვადით დაინიშნა.
ნინო ქადაგიძე ამავდროულად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა იმ 10-კაციან სიაში იყო, რომელიც პარლამენტს 2018 წლის დეკემბერში წარუდგინეს.
ნინო ქადაგიძე საბჭოს პირველი თავმჯდომარეა, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილების შემდეგ შეირჩა. ახალი კანონით უზანესის თავმჯდომარე საბჭოს თავმჯდომარეობასაც არ გულისხმობს. თუმცა, ქადაგიძის შემთხვევაში ძველი კანონის შესაბამისი შედეგი დადგა. თავმჯდომარის კანდიდატად ქადაგიძის ერთ-ერთი წარმდგენი ამბობს, რომ ასეთი სცენარი პრობლემა რომ ყოფილიყო, შესაბამის ბერკეტს პარლამენტარები კანონში ჩადებდნენ.
საბჭოს ყოფილი არამოსამრთლე წევრი და ახლა უკვე პოლიტიკოსი ანა დოლიძე ქადაგიძის მთავარ თვისებად ხელისუფლებებისადმი მორჩილებას ასახელებს. მმართველი გუნდი კი აქცენტს შტოების განაწილებაზე აკეთებს და ქადაგიძის ახალ თანამდებობას საბჭოს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებად აფასებს.