19 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულებას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ანამნეზი პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს - ინფორმაციას მსჯავრდებულის ადვოკატი ავრცელებს. ინტერესების დამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულებას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამტკიცებს, რომ დეკანოზი მკურნალობისთვის სამოქალაქო პროფილის კლინიკაში უნდა გადაეყვანათ, თუმცა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით პატიმარი დღეს მაინც საპატიმროში დარჩა.

შეთანხმება რომ დაირღვა ადასტურებს "ავერსის" კლინიკის დირექტორიც. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი "რუსთავი 2-თან" ამბობს, რომ პატიმარი სტაციონარში დღეს უნდა გადაეყვანათ. დიმიტრი ჯორბენაძის ამ განცხადების შემდეგ განმარტება გააკეთეს პენიტენციურ სამსახურში. უწყებაში ადასტურებენ კონსულტაციას "ავერსის" კლინიკასთან, მაგრამ უარყოფენ, რომ საქმე პატიმარ გიორგი მამალაძეს ეხებოდა.

ადვოკატი და ოჯახი დეკანოზის სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანას მაისიდან ითხოვს, რასაც საფუძვლად სხვადასხვა ექსპერტიზის, მათ შორის რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა დაედო. დოკუმენტში საუბარია დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და კომპლექსური მკურნალობის საჭიროებაზე. ადვოკატმა პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართა, რაც ამავე დასკვნის საფუძველზე, დეკანოზს სასჯელის გადავადებაზე უარი ეთქვა.

ადვოკატის და ოჯახის წევრების მტკიცებით პატიმარი დეკანოზი მარტის თვიდან ნევროლოგის მეთვალყურეობის გარეშეა, შესაბამისად, ნევროლოგიური კვლევების ჩატარება მათ მთავარ მოთხოვნად რჩება.

დღის ამბები