ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 პაციენტი მოათავსეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 63 კოვიდდადებითი პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 8 მძიმე, 3 კი კრიტიკულად მძიმეა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის COVID ინფექციაზე საეჭვო 20 პაციენტის პასუხს ელოდებიან.