09 სექტემბერი 2026,   00:14
ვრცლად
"საქმეში მოწმეების ყოველი საჯარო გამოჩენა კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს" - ივერ მელაშვილის ადვოკატი

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულები​სივერ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების ნაწილს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

უფლებადამცველებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

"უკვე ვმუშაობთ ადამიანის უფლებათა ევროპული საქართველოსთვის მისამართ საჩივარზე და ძალიან მალე აღკვეთის ღონისძიების ნაწილში, ანუ, ამის საშუალება უკვე გვაქვს, გავასაჩივრებთ და მოვითხოვთ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების და ამ საქმეში მოწმეების ყოველი საჯარო გამოჩენა კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს და ნათელს ხდის, რომ ამ საქმეში არის პოლიტიკური მოტივები და არ აინტერესებდათ საქმის შინაარსი,"-განაცხადა ივერ მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა

ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა გიორგი მახარაძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო. 

"ვმუშაობთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების გზებზე და ამ მიმართულებით დავიწყეთ აქტიური მუშაობა, სავარაუდოდ, გავასაჩივრებთ კიდეც. თვითონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რაც შეეხება, როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, დასაბუთების ნაწილი აკლია ხოლმე ამ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი. ბრალი არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ქალბატონი ილიჩოვა აბსოლუტურად ლოგიკურად ხსნის და ასაბუთებს მის პოზიციას და ის საუბარი, რომ რაღაც კონკრეტული რუკები დამალული ჰქონდათ ვიღაცებს და არ აძლევდნენ, ეს არის სრული სიცრუე,"- განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 1938 წლის რუკა ამოიღეს, რომელზეც, გამოძიების ცნობით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე იყო მოხვედრილი. 

დღის ამბები