24 აპრილი 2024,   12:44
ვრცლად
ქვები ესროლეს, მანქანა დააჯახეს, მოკვლა უნდოდათ - პოლიციამ საგარეჯოში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

პოლიციამ საგარეჯოში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდა კაცმა თანასოფლელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა სოფელ ლამბალოში მოხდა, ბრალდებული კი სამართალდამცველებმა თბილისში აიყვანეს.

გამოძიება 126 მუხლით გრძელდება, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს მოქმედებები სხვა პირების გამოსავლენად.

"ხუთი კაცი მოვიდა, ხელით რომ ვერ მოერივნენ, ქვები ესროლეს. ამის შემდეგ მანქანა დააჯახეს, მოკვლა უნდოდათ,"- აცხადებს დაზარალებულის ბიძა იოხამ ყურბანოვი.

"ქვები დაუშინეს, სახეზე რომ მოხვდა, გონება დაკარგა, შემდეგ მანქანით ფეხებზე გადაუარეს, საავადმყოფოში წევს, რეანიმაციაში, ფეხები აქვს დამტვრეული, სახე დალეწილი,"- აღნიშნავს დაზარალებულის მეზობელი ქამალ ბალიევი.

რაც შეეხება თავდასხმის მოტივს, როგორც დაზარალებულის ახლობლები ამბობენ, ორ ახალგაზრდას შორის მანამდე რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, უშუალოდ ფაქტის წინ კი მათ სავარაუდოდ სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, რის შემდეგაც მალევე, დაზარალებულს საკუთარ სახლთან ახლოს დაესხნენ თავს. ჯერ ფიაზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ქვები დაუშინეს და ბოლოს მანქანით დაეჯახნენ, რის გამოც მისთვის სასწრაფო ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. 

დღის ამბები