26 აპრილი 2024,   18:43
ვრცლად
სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ

განათლებისა, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მომდევნო კვირას, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

"საარჩევნო უბნები ზოგიერთ სკოლაშია განთავსებული, იმ სკოლებში, სადაც ასე ხდება არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, დროებით გადავლენ დისტანციურ რეჟიმში.  ეს არის დროებითი მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

დღის ამბები