26 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
ავღანეთში, პაკისტანის ვიზის მისაღებ რიგში ჭყლეტის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა

ავღანეთში, პაკისტანის ვიზის მისაღებ რიგში, ჭყლეტის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა. არიან დაშავებულები, მათ შორის, ქალები და ბავშვები.

შემთხვევა ქალაქ ჯალალაბადში მოხდა, როდესაც რიგში ათასობით ადამიანი იდგა. ვიზის გაცემა პანდემიის გამო 7 თვით შეჩერებული იყო.

ავღანეთმა პაკისტანის ვიზის გაცემა კი რამდენიმე დღის წინ განაახლა. გავრცელებული ინფორმაციით, რიგში მდგომი ავღანელების უმეტესობა პაკისტანში ნათესავებისა მოსანახულებლად, ნაწილი კი, სამკურნალოდ ან სამუშაოდ მიემგზავრება.

დღის ამბები