26 აპრილი 2024,   20:19
ვრცლად
აშშ მზად არის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების საკითხის შესახებ რუსეთთან დაუყოვნებლივ გამართოს შეხვედრა

შეერთებული შტატები მზად არის, ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების საკითხის შესახებ რუსეთთან დაუყოვნებლივ გამართოს შეხვედრა - განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების განცხადებით, ვაშინგტონი მიესალმება რუსეთის სურვილს, მიაღწიოს პროგრესს ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი მზად არის, შეერთებულ შტატებთან ერთად გაყინოს ბირთვული იარაღის მარაგები.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი კი სტრატეგიული შეიარაღების შესახებ შეთანხმების ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ ინიციატივით გამოვიდა.

დღის ამბები