25 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
ზუგდიდში შს მინისტრი ჩავიდა

ზუგდიდიში, სადაც უკვე რამდენიმე საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს, "კურიერის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა. 

"საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დღის პირველ ნახევარში შეიჭრა, ამ დროისთვის მას მძევლად 19 პირი ჰყავს აყვანილი.

თავდამსხმელი, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, გავრცელებული ინფორმაციით, 500 000 აშშ დოლარს ითხოვს.

ამ წუთებში, ზუგდიდში მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და მძიმე ტექნიკა. 

დღის ამბები