26 აპრილი 2024,   22:52
ვრცლად
სამართალდამცველები ამ დრომდე აგრძელებენ დევვნის ოპერაციას თავდამსხმელზე, რომელსაც მძევლად სამი ადამიანი ყავს

სამეგრელოს რეგიონში, სამართალდამცველები ამ დრომდე აგრძელებენ დევვნის ოპერაციას თავდამსხმელზე, რომელსაც მძევლად სამი ადამიანი ყავს.

დადასტურებული ინფორმაციით, მძევლებს შორისაა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა.

არსებული ინფორმაციით, ის საკუთარი სურვილით, სხვა მძევლების თავისუფლების სანაცვლოდ ჩაბარდა თავდამსხმელს. სწორედ ავთო გალდავა აწარმოებდა უშუალოდ მოლაპარაკებას მასთან.

სამართალდამცავები ამ დრომდე ცდილობენ, სავარაუდოდ ჯერ კიდევ სამეგრელოს რეგიონში მყოფი თავდამსხმელის დაკავებას და მძევლების გათავისუფლებას.

"კურიერის" ინფორმაციით, ისინი "პიკაპის" ტიპის მანქანით, სამეგრელოს რეგიონში გადაადგილდებიან.

დამატებითი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია. 

დღის ამბები