25 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - დღეს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მაიკ პომპეოს შეხვდებიან

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. სომხური მხარე ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში კიდევ 26 სომეხი სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება. აზერბაიჯანის პრეზიდენტი კი ყარაბაღის ორ რეგიონში დამატებით 7 სოფლის გათავისუფლების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის პრემიერი ილჰამ ალიევთან შეხვედრისთვის მზაობას გამოთქვამს.

ყარაბაღში არსებული ვითარება იყო განხილვის ერთ-ერთი თემა თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრისას.

დღესვე, ვაშინგტონში, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდებიან.

 

დღის ამბები