26 აპრილი 2024,   22:37
ვრცლად
დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა

დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოები პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში ჩატარდა. ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა ზედა და ქვედა ეზოები, მოეწყო ბორდიურები, სანიაღვრე არხები. გამწვანდა ტერიტორია, მოეწყო სარწყავი სისტემა და დამონტაჟდა ლამპიონები. განახლებული კომპლექსი დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.

"ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, სამუშაოები ჩატარებას ერთ წელზე ცოტა მეტი დასჭირდა. ჩვენ პროექტის განხორციელებამდე აქ ვიმყოფებოდით და ვნახეთ რა ცუდი მდგომარეობა იყო, დღეს, ქალაქის ცენტრში განახლებული დარეჯანის სასახლე გვაქვს,"- განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები