26 აპრილი 2024,   20:26
ვრცლად
კორონავირუსის კონტაქტების გამოვლენა და მათი აღრიცხვის სიმცირე ვირუსს უკონტროლოს ხდის - ჯანმო 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, მსოფლიოში ვირუსი ფართოდ ვრცელდება, ამის მიუხედავად კი კონტაქტების გამოვლენა და მათი აღრიცხვა შემცირებულია, რაც ვირუსს უკონტროლოს ხდის.

"ჩვენ ვხედავთ შემთხვევების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას. ვირუსი ფართოდ ვრცელდება. ჩვენ ვხედავთ კორონავირუსით ინფიცირების მაღალ მაჩვენებლებს და ამავე დროს კონტაქტების გამოვლენისა და მათი აღრიცხვის საშუალებების სიმცირეს, რაც ვირუსს უკონტროლოს ხდის," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი აიკ რაიანი. 

დღის ამბები