NCDC-ის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, გაიზარდა პირბადის ტარების კულტურა, რაც ხელს შეუწყობს ახალი შემთხვევების შემცირებას:
"პირბადის ტარების კულტურა საკმაოდ გაიზარდა, თუ ჩვენ ავალთ პირბადის ტარების 95%-ზე, დღეს ვართ 60-65%-ზე, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ სულ მცირე გავანახევრებთ ყოველდღიურ ახალ შემთხვევებს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ რაც პირბადის ტარებას, ჰიგიენის და დისტანციის დაცვას და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავებას გულისხმობს.