ოკუპირებულ ცხინვალში მედიკამენტების დეფიციტია. ინფორმაციას მოხალისეები ავრცელებენ.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ცხინვალის მცხოვრებლები რაიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ აფთიაქებში წამლების შეძენას ვერ ახერხებენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რთული ვითარებაა სამედიცინო დაწესებულებებშიც, სადაც კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის არასაკმარისი ადგილებია.
ოკუპირებულ რეგიონში "კოვიდ-19" 600-ზე მეტ პირს დაუდასტურდა, გარდაცვლილია 4 პაციენტი.