07 მაისი 2024,   12:52
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ხმის მიცემის წინასწარი უფლებით ისარგებლა

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ხმის მიცემის წინასწარი უფლებით ისარგებლა და საკუთარი არჩევანი გააკეთა. ჯო ბაიდენი დელავერის შტატში, ქალაქ უილმინგტონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, მეუღლესთან ერთად მივიდა.

მისმა რესპუბლიკელმა ოპონენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევანი უკვე გააკეთა. ის 24 ოქტომბერს ფლორიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მივიდა. ხმის მიცემის წინასწარი უფლებით უკვე 75 მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.

დღის ამბები