როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი "რუსთავი 2-თან" საუბარში აცხადებს, რომ 13-14 მაისამდე "სხვადასხვაგვარი ამინდია მოსალოდნელი". უმეტესად - წვიმა და ძლიერი ქარი.
"ყველგან არ იდარებს. მაგალითად, ხვალ-ზეგ თბილისში კარგი ამინდია, მერე ისევ ფუჭდება, მერე ერთი დღით გამოიდარებს, 8-9 უნალექო ამინდია, 10-ში წვიმაა, 11-ში გამოიდარებს და 12-13-ში ისევ წვიმა".
დასავლეთშიც, ხან ქარია, ხან ერთი მიმართულებით, ხან - მეორეთი," - აცხადებს სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი.
სინოპტიკოსის თქმით, უქმე დღეებში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება როგორც დასავლეთით, ასევე აღმოსავლეთით. ქარი გაძლიერდება, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი.
"12-13 მაისს არ არის კარგი ამინდი მთელი საქართველოს ტერიტორიისთვის.
მაგალითად, გუშინდელ დღემდე, დასავლეთში ტემპერატურა 15-20 გრადუსის ფარგლებში იყო, ახლა მოიმატებს 28-30-მდე მაგალითად აჭარაში. თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში 20-25-ის ფარგლებში.
არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება 15-მდე," - ამბობს სინოპტიკოსი.