19 მაისი 2024,   16:48
ვრცლად
აშშ-ში ისრაელის სიტყვიერი კრიტიკის აკრძალვაზე მსჯელობენ - წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ანტისემიტიზმის განმარტება ფართოვდება

320 ხმით 91-ის წინააღმდეგ - შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ანტისემიტიზმის განმარტებას გააფართოებს. სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებას ნეგატიურად აფასებს - უფლებადამცველი ჯგუფები განმარტავენ, რომ, თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, შეიძლება, მას ღაზაში ისრაელის ომის წინააღმდეგ წამოწყებული პროტესტის ჩასახშობად გამოიყენონ, რაც, მათივე თქმით, აშშ-ში სიტყვის თავისუფლებას უპრეცედენტოდ შეზღუდავს.

ცვლილების მიხედვით, ფედერალური კანონი დაეყრდნობა ანტისემიტიზმის იმ განმარტებას, რომელიც ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსმა (IHRA) შეიმუშავა. ალიანსის განმარტებით კი, ანტისემიტიზმი არის ებრაელთა იმგვარი აღქმა, რომელიც შესაძლოა მათ მიმართ სიძულვილში გამოიხატოს. ანტისემიტიზმის ვერბალური და ფიზიკური გამოვლინებები მიემართება ებრაელებს, მათ ქონებას, ებრაულ ორგანიზაციებსა და რელიგიურ დაწესებულებებს. IHRA-ს განმარტებითვე, ანტისემიტიზმი მოიცავს შეთქმულების თეორიებს ებრაელების შესახებ და ადანაშაულებს ებრაელებს, როდესაც მსოფლიოში რაიმე უარყოფითი მოვლენა ხდება.

დღის ამბები