26 აპრილი 2024,   17:57
ვრცლად
საარჩევნო უბნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია, ნუ შეგეშინდებათ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია.

ამირან გამყრელიძის თქმით, გათვალისწინებულია ყველა ნორმა იმისათვის, რომ არჩევნების პერიოდში ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ამომრჩეველს ორჯერ 10 წამით უწევს პირბადის მოხსნა, რაც პრობლემებს არ შექმნის.

"ისე არის ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვლილი, რომ რისკი ძალიან მინიმალურია იმისა, რომ ადამიანი დაინფიცირდეს. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, აუცილებელია ყველა პირბადით მივიდეთ არჩევნებზე და დარწმუნებულები იყავით, რომ გათვალისწინებულია მაქსიმალური დაცვა იმისათვის, რომ ხმის მიცემის პერიოდში ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები