26 აპრილი 2024,   19:41
ვრცლად
სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირები ხმას გადასატანი ყუთების საშუალებით მისცემენ

სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირები ხმას გადასატანი ყუთების საშუალებით მისცემენ. დარეგისტრირებულია 10 845 ამომრჩეველი.

ცესკოს სპეციალური სიებით, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ია, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა კი, 7 150-ს შეადგენს, მათ შორის არის სამედიცინო პერსონალიც.

რაც შეეხება სპეციალური ჯგუფების წევრებს, რომლებიც იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებთან იმუშავებენ, ასევე საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, მათი რაოდენობა 1917-ია.

დღის ამბები