26 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
ფოთში მეთვრამეტე უბანი დაგვიანებით გაიხსნა

15-წუთიანი დაგვიანებით გაიხსნა ფოთის მე-18 საარჩევნო უბანი. დამკვირვებლების მტკიცებით, წილისყრა და პოზიციების გადანაწილება დარღვევით მოხდა. ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი გამიზნულად მოხდა და ასევე, ამტკიცებენ, რომ მსგავსი ქმედებებით ახერხებენ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმების გაბათილებას.

უბნის კომისიის თავჯდომარე ბრალდებებს უარყოფს, მისი თქმით უბანი დროულად გაიხსნა და არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

დღის ამბები