09 სექტემბერი 2026,   06:16
ვრცლად
ხმაური ქუთაისის 37-ე საარჩევნო უბანზე - "ლეიბორისტები" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ

ხმაური იყო ქუთაისში 37-ე საარჩევნო უბანზე. "ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატის, ირაკლი კიკვაძის ინფორმაციით, უბანზე მათ წარმომადგენლებს მუშაობაში დილიდან ხელს უშლიდნენ, რის გამოც ის ადგილზე სიტუაციაში გასარკვევად მივიდა, რა დროსაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები მას სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მისი თქმით, დაახლოებით 30 ადამიანი სცემდა, რის შედეგადაც მან სახეზე დაზიანებაც მიიღო.

ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. მომხდარში თავად "ლეიბორისტულ პარტიას" ადანაშაულებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მათი თქმით, პროვოკაცია "ლეიბორისტებმა" მოაწყვეს.

დღის ამბები