ზუგდიდში, სოფელ ახალაბასთუმნის 33-ე საარჩევნო უბანთან ხმაური და დაპირისპირება იყო. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მმართველ პარტიას ე.წ. კარუსელის დატრიალებაში ადანაშაულებენ.
კამათი ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ანა წითლიძესა და სოფლის მაჟორიტარს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია განიმუხტა.