26 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
მეორე ტურები იქნება და საზოგადოებამ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ უნდა მისცეს ხმა - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მეორე ტურები აუცილებლად იქნება, სადაც საზოგადოებამ ივანიშვილის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ უნდა მისცეს ხმა.

"სამწუხაროდ მანდატების გადანაწილების საბოლოო შედეგი იქნება მეორე ტურში. აქ იმ ოლქში სადაც ჩვენ ვართ ფოთში, ხობში და სენაკში იქნება მეორე ტური, მე რა თქმა, უნდა ყოველთვის მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ხმა მისცენ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.

"ევროპული საქართველოს" გეგმა იყო სწორი და საჭირო ერთიანი მაჟორიტარების შეჯამებაზე და როგორი უპასუხისმგებლობა იყო სააკაშვილის და მისი გუნდისგან ამ გეგმის ჩაშლა.

მეორე ტურები იქნება და ამ მეორე ტურებში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ უნდა მივცეთ ხმა,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები