19 მაისი 2024,   14:41
ვრცლად
გასულ დღე-ღამეში ამერიკის 31 შტატში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

კორონავირუსის შემთხვევები მატულობს მსოფლიოს ქვეყნებში. გასულ დღე-ღამეში ამერიკის 31 შტატში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის შესახებ იუწყებიან საბერძნეთისა და საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებები. დღეიდან თვის ბოლომდე ნაწილობრივი კარანტინი გამოცხადდა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, სადაც დაიხურება კინოთეატრები, მუზეუმები, სავარჯიშო დარბაზები, სილამაზის სალონები და სხვა ობიექტები. შეზღუდვები დაწესდება შეკრებაზეც.

მასობრივი ტესტირება გრძელდება სლოვაკეთში. "კოვიდ -19"-ზე ტესტი უკვე ჩაუტარდა ქვეყნის ნახევარ მოსახლეობას.

ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა რუსეთში.

ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადადის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი.

დღის ამბები