19 მაისი 2024,   12:32
ვრცლად
პანდემიის გამო ევროპაში შემოღებულ მკაცრ რეგულაციებს დონალდ ტრამპმა "დრაკონული შეზღუდვები" უწოდა

მსოფლიოში კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებელმა 1 200 000-ს გადააჭარბა, პანდემიის სწრაფი გავრცელების გამო ევროპაში მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. აღნიშნულს შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა დრაკონული შეზღუდვები უწოდა. დონალდ ტრამპის თქმით, თუ კი არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, ევროპის მსგავსად, შეერთებულ შტატებშიც მკაცრი შეზღუდვები დაწესდება, რაც ქვეყნის ეკონომიკას ჩამოშლის.

"ევროპამ დრაკონული ლოქდაუნი დააწესა, მაგრამ დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები იზრდებოდა. ახლა ეს ყველაფერი ხელახლა უნდა გაიმეორონ. რა ჯანდაბას აკეთებენ? ვფიქრობ, წავალ და ავუხსნი. ჩვენ არანაირი ლოკდაუნი აღარ გვექნება. ჯო ბაიდენის მიზანი ლოკდაუნის დაწესებით თქვენი სახლში დაპატიმრებაა," - განაცხდა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

გასულ დღე-ღამეში ამერიკის 31 შტატში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა ზრდის შესახებ იუწყებიან საბერძნეთისა და საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებებიც. დღეიდან თვის ბოლომდე ნაწილობრივი კარანტინი გამოცხადდა ჟენევაში, სადაც იხურება კინოთეატრები, მუზეუმები, სავარჯიშო დარბაზები, სილამაზის სალონები და სხვა ობიექტები. შეზღუდვები წესდება შეკრებაზეც.

ოთხკვირიანი ნაწილობრივი კარანტინი ამოქმედდა გერმანიაში. მასობრივი ტესტირება გრძელდება სლოვაკეთში. ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა რუსეთში. COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო, იზოლაციაში გადავიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

დღის ამბები